სისხლის დონორთა მსოფლიო დღე
სრულად...
Previous slide
Next slide

დონორის მოძიება

0
დონორები
0
დონორი ორგანიზაციები
0
გადარჩენილი სიცოცხლე

ჩვენ შესახებ

ნიუ ჰოსპიტალსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისხლის ბანკი ფუნქციონირებს, უახლესი ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადაც დაცულია, როგორც დონორის, ისე დამზადებული კომპონენტის ხარისხი და უსაფრთოება. სისხლის ბანკში სისხლის კომპონენტების დამზადება უახლესი თაობის ავტომატური კოლექციის აპარატით ხორციელდება.

 

1 დონორის მიერ გაღებული სისხლით, 3 სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი

ხშირად დასმული კითხვები

დონორი სისხლი ხმარდება “ნიუ ჰოსპიტალსის” პაციენტებს სხვადასხვა ქირირგიული ჩარევების, უბედური შემთხვევების შედეგად მიღებული ტრავმული დაზიანებების, ონკოლოგიური და სისხლის დაავადებების მკურნალობის, ანემიის,  ორგანოებისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს. 

სისხლის განმეორებით ჩაბარება შესაძლებელია 3 თვეში ერთხელ

სისხლის რეგულარულად ჩაბარება სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, მეტიც, სისხლის გაღების შემდგომ  წარმოიქმნება სისხლის ახალი, ჯანსაღი უჯრედები, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას.

გაღებული სისხლის სტანდარტული მოცულებაა 250-450 მლ.

დონაცია შესაძლებელია 18 -დან 65 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის და 18 -დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის.

სისხლის დონაციამდე, დონორი ავსებს სპეციალურ კითხვარს, გადის კონსულტაციას შესაბამის სპეციალიტთან, უფასოდ უტარდება სისხლის ლაბორატრიული კვლევები, რის შედეგადაც დგინდება სისხლის ვარგისიანობა, დონაციისთვის.