დონაციის პროცესი

როგორია სისხლის დონაციის პროცედურა?

 

  • სისხლის დონაციამდე, დონორი ავსებს კითხვარს, გაივლის კონსულტაციას სპეციალისტთან, შემდეგ გაიღებს სისხლს და ბოლოს, წაიხემსებს
  • სისხლის დონაცია უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურაა
  • დონაციისას გამოიყენება ერთჯერადი მასალა, შესაბამისად დონორი დაცულია ინფიცირებისაგან
  • დონაციის პროცედურის ჩასატარებლად 30-დან 60 წუთამდე დროა საჭირო
  • ჩაბარებული სისხლის სტანდარტული მოცულება არის 250-450 მლ, მაშინ როდისაც ორგანიზმში მიახლოებით 5,5 ლ სისხლია
  • სისხლის დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია

 

რა უნდა გავითვალისწინოთ სისხლის დონაციის პროცედურისთვის?

  • სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში
  • სისხლის ჩაბარების დღეს სასურველია დილით მსუბუქად წახემსება
  • სისხლის დონაციამდე 24 საათით ადრე არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება
  • სისხლის დონაციის დღეს არ არის სასურველი თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღება
  • დონორმა დონაციის ანკეტაში მოცემულ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა უპასუხოს
  • თუ სისხლის ჩაბარების შემდეგ დონორს გაახსენდა რაიმე მიზეზი, რომლის გამოც მისი სისხლის გამოყენება არ არის სასურველი, აუცილებლად უნდა აცნობოს ამის შესახებ სისხლის ბანკს, თუნდაც მიზეზის დასახელების გარეშე
  • გაცემული სისხლის მოცულობა 24 საათში აღდგება
  • ჰემოგლობინი და სისხლის კომპონენტები 2 თვეში აღდგება
  • სისხლის განმეორებით ჩაბარება შესაძლებელია 3 თვეში ერთხელ და სრულიად უსაფრთხო