სისხლის დონაციამდე, დონორი ავსებს კითხვარს, გაივლის კონსულტაციას სპეციალისტთან, შემდეგ გაიღებს სისხლს და ბოლოს, წაიხემსებს
სისხლის დონაცია უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურაა
დონაციისას გამოიყენება ერთჯერადი მასალა, შესაბამისად დონორი დაცულია ინფიცირებისაგან
დონაციის პროცედურის ჩასატარებლად 30-დან 60 წუთამდე დროა საჭირო
ჩაბარებული სისხლის სტანდარტული მოცულება არის 250-450 მლ, მაშინ როდისაც ორგანიზმში მიახლოებით 5,5 ლ სისხლია
სისხლის დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია
რა უნდა გავითვალისწინოთ სისხლის დონაციის პროცედურისთვის?
სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში
სისხლის ჩაბარების დღეს სასურველია დილით მსუბუქად წახემსება
სისხლის დონაციამდე 24 საათით ადრე არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება
სისხლის დონაციის დღეს არ არის სასურველი თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღება
დონორმა დონაციის ანკეტაში მოცემულ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა უპასუხოს
თუ სისხლის ჩაბარების შემდეგ დონორს გაახსენდა რაიმე მიზეზი, რომლის გამოც მისი სისხლის გამოყენება არ არის სასურველი, აუცილებლად უნდა აცნობოს ამის შესახებ სისხლის ბანკს, თუნდაც მიზეზის დასახელების გარეშე
გაცემული სისხლის მოცულობა 24 საათში აღდგება
ჰემოგლობინი და სისხლის კომპონენტები 2 თვეში აღდგება
სისხლის განმეორებით ჩაბარება შესაძლებელია 3 თვეში ერთხელ და სრულიად უსაფრთხო