„ნიუ ჰოსპიტალსის“ სისხლის ბანკი ​

ჩვენ შესახებ

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერირებს ტრანსფუზიოლოგიის სამსახური და სისხლის ბანკი, რომელიც ჰოსპიტალის პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფს. კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის განყოფილებაში ტარდება სამკურნალო პლაზმაფერეზი, საჭიროების შემთხვევაში მოცულობითი ჩანაცვლებითი პლაზმაფერეზი და ციტაფერეზი (თრომბო და ერითროციტაფერეზი).

სისხლის კომპონენტების დამზადება უახლესი თაობის ავტომატური კოლექციის უნიკალური აპარატით, Trima Accel version 6.0 – Automated Blood Collection System-ით ხდება. აპარატი იძლევა მხოლოდ ლეიკორედუცირებული (ლეიკოციტებისაგან თავისუფალი) სისხლის კომპონენტების დამზადების საშუალებას სასურველი კომბინაციით (პლაზმა-ციტაფერეზი) ერთი დონორისგან.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ სისხლის ბანკი აწარმოებს პედიატრიული დოზის სისხლის კომპონენტებს. ამასთან, დამატებით ახორციელებს სპეციფიურ კვლევებს.

დონორის შერჩევა, კონკრეტული კომპონენტის დასამზადებლად, ხდება დონორის ფიზიკური მონაცემების და სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლების საფუძველზე. სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს დონორისთვის დასაშვები მოცულობის და კონცენტრაციის კომპონენტების კომბინაციის შესაძლო ვარიანტებს, რითაც უზრუნველყოფილია, როგორც დონორის უსაფრთხოება, ასევე დამზადებული კომპონენტის ხარისხი.

შესაძლებელია აუტოდონორული სისხლის დამზადება გეგმიური ქირურგიული პაციენტების შემთხვევაში, მათი სრულყოფილი გამოკვლევის და ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით. დამზადებული სისხლის კომპონენტების გამოკვლევა ინფექციებზე (HIV combi PT (HIV-1 antigen and total antibodies to HIV-1 and HIV-2); HbsAg; Anti-HCV; Anti-CMV,) ხდება ელექტროჰემილუმინესცენციის მეთოდით იმუნოლოგიურ ანალიზატორზე – cobas e411 Roche.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ სისხლის ბანკი მუშაობს კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში და გათვლილია მხოლოდ უანგარო დონორთა მიღებაზე, რაც უსაფრთხო სისხლის დონაციის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.

ფოტოკოლაჟი

ექიმები

ეკა ხარებავა

სისხლის ბანკის ხელმძღვანელი

0
დონორები
0
დონორი ორგანიზაციები
0
გადარჩენილი სიცოცხლე