ვის სჭირდება დონორი

ყოველ 3 წამში ვიღაცას სისხლი სჭირდება

სისხლს არ აქვს შემცვლელი, სისხლის დეფიციტის შევსების ერთადერთი გზა, სისხლის დონაციაა; დონაციით მიღებული სისხლი ხმარდება გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მქონე ადამიანებს, ასაკის, სქესისა და წარმომავლობის მიუხედავად.

მასზე ხელმისაწვდომობა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში, როდესაც სიცოცხლის გადასარჩენად წუთიც კი გადამწყვეტია.

დონორის სისხლი საჭიროა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა შემთხვევებში:

  • უბედური შემთხვევების შედეგად მიღებული ტრავმული დაზიანებების დროს
  • ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს
  • ანემიის და სისხლის დაავადებების მკურნალობის დროს
  • სისხლდენების დროს
  • დამწვრობების დროს
  • კარდიოვასკულარული და სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების დროს
  • ორგანოების ან ძვლის ტვინის გადანერგვის დროს
  • მშობიარობის გართულებების დროს


დონორული სისხლის ყოველი ერთეულიდან მზადდება 3 კომპონენტი – ერითროციტული მასა, პლაზმა და თრომბოციტული მასა, რაც ნიშნავს, რომ ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შესაძლებელია სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

კომპონენტების ვარგისიანობის ვადა ხანმოკლეა, ამიტომ მათი მუდმივად შევსება აუცილებელია.

  • ერითროციტული მასის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადა 42 დღეა
  • თრომბოციტული მასის შენახვის ვადა მხოლოდ 5 დღეა