სისხლის დონაცია შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც:
არის 18+ წლის
მისი წონა აღემატება 50 კგ-ს
არ აქვს გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C
არ აქვს გადატანილი სიფილისი ან ტუბერკულოზი
არ არის ინფიცირებული აივ ინფექციით
არ აქვს სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები
არ მოიხმარს ნარკოტიკებს
ბოლო 1 წლის მანძილზე არ აქვს გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, ან ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა
ბოლო 6 თვის მანძილზე არ აქვს გაკეთებული ტატუ
არ ჰქონია კონტაქტი სხვის სისხლთან
არ ჰქონია ორსულობა ბოლო 6 თვის მანძილზე
დონაციის დღეს არის პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ აქვს სიცხე, სურდო, კატარი, ან სხვა გრიპოზული მოვლენები
რა უნდა გავითვალისწინოთ სისხლის დონაციის პროცედურისთვის?
სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში
სისხლის ჩაბარების დღეს სასურველია დილით მსუბუქად წახემსება
სისხლის დონაციამდე 24 საათით ადრე არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება
სისხლის დონაციის დღეს არ არის სასურველი თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღება
დონორმა დონაციის ანკეტაში მოცემულ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა უპასუხოს
თუ სისხლის ჩაბარების შემდეგ დონორს გაახსენდა რაიმე მიზეზი, რომლის გამოც მისი სისხლის გამოყენება არ არის სასურველი, აუცილებლად უნდა აცნობოს ამის შესახებ სისხლის ბანკს, თუნდაც მიზეზის დასახელების გარეშე
გაცემული სისხლის მოცულობა 24 საათში აღდგება
ჰემოგლობინი და სისხლის კომპონენტები 2 თვეში აღდგება
სისხლის განმეორებით ჩაბარება შესაძლებელია 3 თვეში ერთხელ და სრულიად უსაფრთხოა
რატომ არის დონაცია სასარგებლო?
წარმოიქმნება სისხლის ახალი, ჯანსაღი უჯრედები და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა
მცირდება ინფარქტის, ინსულტის და სიმსივნის განვითარების რისკი
რეგულირდება რკინის შემცველობა ორგანიზმში
რას მიიღებს დონორი?
დონორს უფასოდ ჩაუტარდება სისხლის ლაბორატოროიული კვლევები, რომლის პასუხებსაც მიიღებენ დალუქულ კონვერტში:
სისხლის საერთო ანალიზი
ჯგუფის, რეზუსის, ფენოტიპის განსაზღვრა
B და C ჰეპატიტის, სიფილისის, ციტომეგალო და შიდსის ვირუსის დიაგნოსტიკა
დონორს მიეცემა 1 დასვენების დღე სამუშაო ადგილიდან, დონაციიდან 1 წლის განმავლობაში გამოსაყენებლად. დონორს გადაეცემა სისხლის ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.